გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყაზბეგში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვავაზე მოკვლევა მიმდინარეობს

6-06-2019

დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი, დავით გიუნაშვილი.

"ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანიას (აჭარა ჯგუფი) - „ავიატორი +“-ს " - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.