გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შსს: მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება ექსპერტიზები რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი

6-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვასილ პეტრიაშვილმა, ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

"მომხდარი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაცვლილია 3 ადამიანი - პილოტი, პილოტის დამხმარე და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება ექსპერტიზები და ექსპერტიზების პასუხის შემდეგ, ცნობილი გახდება მიზეზი, თუ რის გამო ჩამოვარდა ვერტმფრენი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად" - განაცხადა ვასილ პეტრიაშვილმა.