გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს

7-06-2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა.


ცოლ-ქმარი ეზოში ნახეს. 50 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება თავის არეში აქვს და ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 70 წლამდე კაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.


დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და ის თანასოფლელია.


დანაშაულის ადგილზე ორი ტიპის იარაღი - ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღია გამოყენებული.


პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს.


გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




https://imedinews.ge/ge/