გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნათია თურნავა ბოკერიას: პანკისში მშვიდობაა და ვინც ამაზე ნავთის დასხმას შეეცდება, ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ გააკეთებს

7-06-2019

„პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. საკითხი აღმოიფხვრა, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც. ასეა თუ ისეა, მიღწეულია მშვიდობა და ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“ - ასე უპასუხა ნათია თურნავამ გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იხევს მთავრობამ უკან იქ, სადაც პოლიციის მანქანებს წვავენ და არა იქ, სადაც მოქალაქეები კანონმორჩილად იქცევიან.


„მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის პანკისში და მოგიწოდებთ, ასეთი შემთხვევების შეფასებისას ვიყოთ ძალიან კორექტულები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.