გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ატმის მოსავლის დროულად აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

8-06-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებსა და გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.

სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების ხელშეწყობას.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა. 

აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნებიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.