გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთში ახალგაზრდა ქალი მეუღლის ბიძამ დაჭრა

9-06-2019

ფოთში 22 წლის ქალს მეუღლის ბიძამ ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.


მეზობლების თქმით, ქალს სახისა და გულმკერდის არეში ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული.


მათივე განმარტებით, დაჭრილი ქუჩაში გავიდა და დახმარებას ითხოვდა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და წარსულში იგი ოჯახური ძალადობისთვისაა ნასამართლევი.


დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ზედაპირული ჭრილობები აქვს მიყენებული და  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


60 წლამდე კაცი კი ამ დრომდე ფოთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.