ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი აშენდა

9-06-2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.


„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქმა.


ილია მეორემ ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიითდააჯილდოვა.


ამასთან, ილია მეორემ სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.


„მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირების. მადლობას შევსწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება ყოფილიყვნენ თავდადებული მღვდელმთავრები. მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქისა მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მადლობას ვწირავ მას მისი დიდი მოღვაწეობისთვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ აკეთებს ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილიამთავარეპისკოპოსის ხარისხში. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის და სხვა ტაძრების მშენებლობაში“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.