გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფოთში ნაპოვნი გიგანტური კუ ზღვაში დააბრუნეს

10-06-2019

გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ, რომელიც ფოთის სანაპირო ზოლში მარტში იპოვეს, ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.


სპეციალისტების განმარტებით, შავ ზღვაში ივნისში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.


ღონისძიებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გადაშენების პირას მყოფი 50 წლის გიგანტური კუ რამდენიმე თვის წინ ფოთის მკვიდრმა ლაშა ხოჯავამ იპოვა. კუს გადაუდებელი რეაბილიტაციის კურსი სასტუმრო „პარაგრაფის" ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.




https://imedinews.ge/ge/