გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბესიკ ამირანაშვილმა ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

10-06-2019

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსთან - ირაკლი თოფურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ორივე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, ძირითადად ისეთ სოფლებში, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა გამართული საგზაო სისტემა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტებში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე იმსჯელეს.