გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სიღნაღში 400-ზე მეტ პედაგოგს სახელფასო დავალიანება მერიამ სრულად ჩაურიცხა

10-06-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ პედაგოგს სახელფასო დავალიანება მერიამ სრულად ჩაურიცხა. მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გიგოლაშვილის თქმით, ფინანსური პრობლემის მოგვარებაში ფინანსთა სამინისტრო დაეხმარა.


„ოთხი თვის განმავლობაში ადგილობრივი შემოსავლები 180 ათასი ლარით ნაკლები შემოვიდა, რამაც პრობლემა წარმოქმნა. მაქსიმალურად ვცდილობდით პრობლემის დროულ მოგვარებას. ამიტომ, მყისიერად დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან. ყველა პედაგოგს დაგვიანებული ხელფასი სრულად ჩავურიცხეთ“, - თქვა სიღნაღის მერმა.


ორი კვირის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ერთთვიანი დაგვიანებული სახელფასო დავალიანების გამო აქცია გამართეს.





https://imedinews.ge/ge/