გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში „ერთი თბილი ოთახის" პროგრამა მიმდინარე წელსაც გრძელდება

10-06-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელსაც გრძელდება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამა.


მერიაში ჯამში 243 განცხადება შემოვიდა, მათგან 141 საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ხოლო 102 განცხადება ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვას შეეხება.


მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრები განცხადებებს ადგილზე ამოწმებენ. ამ ეტაპზე, კომისიის წევრებმა შემოსული განცხადებები ქალაქის ტერიტორიაზე, ოდიშისა და ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმეს.


კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.


2019 წელს სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული.