გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალციხელმა მინდია ენდელაძემ 400 მეტრზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა

11-06-2019

ახალციხელმა მინდია ენდელაძემ 400 მეტრზე სირბილში 16 სპორტსმენს აჯობა და პირველი ადგილი მოიპოვა.


7 ივნისს ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის ღია პირველობა მძლეოსნობაში.


მასში მონაწილეობდნენ სპორტსმენები აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.


ახალციხელმა მინდია ენდელაძემ 400 მეტრის დაფარვა 47.97 მეასედ წამში შეძლო. როგორც იგი ამბობს, ამ გარბენში მან პირადი შედეგი გააუმჯობესა (მანამდე ეს შედეგი 48.11 იყო).


ენდელაძე 21 ივნისს მოლდოვაში იასპარეზებს და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლიცენზიის მოპოვებისათვის იბრძოლებს.



sknews.ge