გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხარაგაულში ქვის ხანის მღვიმე აღმოაჩინეს

11-06-2019

ხარაგაულში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.


ექსპედიციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება.


მისივე განმარტებით, აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია, დევის ხვრელზე ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველი. აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.


თენგიზ მეშველიანის თქმით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა.


აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.


ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 28 ივნისს ხარაგაულს იერუსალიმის უნივერსიტეტის არქეოლოგები ესტუმრებიან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – წყალტუბოსა და ჭიათურაში არქოლოგიურ გათხრებს აფინანსებენ. თენგიზ მეშველიანი იმედოვნებს, რომ უცხოელი კოლეგები ხარაგაულში სამუშაოების გაგრძელებას დააფინანსებენ.






http://chemikharagauli.com