11-06-2019
"მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის გადაცემას, სიყალბეს, სიცრუეს , რაც მიუძღვნეს ბატონ მამუკა ბახტაძეს , თითქოს და მისი დედულეთი სოფელი ბაზალეთი, სადაც კეთდება პროექტები იმიტომ არის გამორჩეული, რომ იგი არის პრემიერის დედის სოფელი”,- ეს განცხადება ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ხარაგაულში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებული და პრემიერის სიუჟეტში გამოყვანა მიკერძოებულად, თითქოს და მხოლოდ საკუთარი სოფლის და დასახლების გამო ზრუნავს, ეს არის უსინდისობა, სიცრუის ტირაჟირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.
,,ხარაგაულში 80 სოფელია, აქედან 40-ზე მეტი უკვე მოასფალტებული და მობეტონებული გზებით არის წარმოდგენილი. აქ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარტიულ ტელევიზიას ემატება სწორედაც ჩვენი კოლეგების პარტიული აქტივისტები, რომელიც მონაწილეობენ. აი ბატონი რომანი (გოცირიძე) ბრძანებდა ფეიკ ნიუსიო რა განსხვავებაა? ცოცხალი ფეიკ ნიუსები გყავთ თქვენ მემგონი იქ, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმ სიყალბეებზე და სიცრუეზე, რომელსაც ადგილი ნამდვილად არ აქვს. ბატონი მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, რომელიც ასევე მთის განვითარების საბჭოს თავმჯდომარეა, 3-4 სოფლის მასშტაბური პროექტი იქნა დაფინანსებული . წარმოჩენა იმისა, რომ შეიძლება მიკერძოებული საკუთარი სოფლისა თუ დასახლების მიმართ იყოს და იქ გვერდით მდებარე სოფლის მაგალითად, რუისის, ღარიხევის და ა.შ მიმართ გულგრილი იყოს პრემიერ მინისტრი, ამის წარმოჩენის მცდელობა ტელევიზიით უსინდისობა და ამორალურობა”,- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა
დეპუტატი ხარაგაულში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა , მერია , საკრებულო აკეთებს ყველაფერს ომ დროულად იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები.
,,მინდა გამოვეხმაურო ხარაგაულში მომხდარ სტიქიას. ადგილობრივი თვითმმართველობა , მერია , საკრებულო აკეთებს ყველაფერს , რომ დროულად იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები და ყველანი ალბათ ერთად მოვახერხებთ იმას რომ 500- მდე ოჯახი, რომელიც ღამით გარე სამყაროს მოწყდა სტიქიის გამო ძალიან მალე ექნება ნორმალური პირობების დაბრუნების შესაძლებლობა.