გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აგარაში მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

11-06-2019

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მინიმალური სტაბილიზაცია შეინიშნება.


პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, იგი გადაყვანილია ნარკოზული ძილის მდგომარეობაში, დაცვითი სედაციის ქვეშ. ამის შესახებ კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის მორიგე რეანიმატოლოგმა, მარინა მარიამიძემ განაცხადა.


„ამ დროისთვის, პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, მიმდინარეობს დაცვითი სედაცია, დღეს დამატებით რაიმე გართულება არ ყოფილა. გრძელდება მკურნალობა, დამატებითი ჩარევა პაციენტს დღეს არ დასჭირებია“, - განაცხადა მარინა მარიამიძემ.


პაციენტს სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიყენებული 13 დაზიანება აღნიშნება, რომელთაგან უმრავლესობა გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეში შემავალი ჭრილობებია. მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი, ფილტვები, რამდენიმე ადგილზე - ნაწლავები. პაციენტს რამდენიმესაათიანი ქირურგიული ოპერაცია ჯერ ქარელში ჩაუტარდა, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ კი, იგი ,,გორმედის“ ქსელის გორის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.


ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარაში, 53 წლის კაცმა 41 წლის მამაკაცს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შინ დაბრუნდა და საკუთარ მეუღლეს ცივი იარაღით 13 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია, მას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.



ipn.ge