გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სენაკის ქუჩებში ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

11-06-2019

სენაკში, სახოკიას ქუჩაზე, ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.

დღეს, რეაბილიტაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად გაეცნო.

ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სამუშაოებს ღირებულებით 200 204 ლარი, სს ,,არქოპოლისი“ აწარმოებს.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სახოკიას ქუჩაზე გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის და რკინა ბეტონის საფარის დაგებისა და საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.