გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიაში პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა

11-06-2019

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.


აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.


შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.