11-06-2019
ხაშურში წყვილის დაპირისპირებას მამაკაცის დაჭრა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფრის ვეტ-ექიმი და სოციალურ სახლში მცხოვრები ქალი ერთმანეთს წლები ხვდებოდნენ.
დღეს მამაკაცმა ქალს, სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით სცემა. ამ ფაქტს შეესწრო გოგონას ძმაც, რომელმაც თავდამსხმელს, დიმიტრი ზავარინს დანით მუცელში სამი ჭრილობა მიაყენა.
ზავარინი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ძმა კი დაკავებულია.
"ორი კვირის დაშორებულები ვიყავი და ვერ აიტანა ალბათ ეს დაშორება. მოგვივარდა სახლში და სახეში გამარტყა, ყელში წამიჭირა. ჩემს ძმასაც შემოარტყა, უწმაწური სიტყვები მიმართა. აქვს ჩემს ძმას დაზიანებები, მეც ხელები მქონდა დაზიანებული. მამაჩემის ტოლ ადამიანზე იეჭვიანა" - განაცხადა ქალმა.
"პაციენტს აღენიშნებოდა სამი ჭრილობა მუცლის არეში. აქედან ორი იყო შემავალი და ერთი ზედაპირული. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - აცხადებს კობა გელაშვილი, ხაშურის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.