გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ზოგიერთ ჟურნალისტს მოუნდა, დავით-გარეჯთან დაკავშირებით სკანდალი აეგორებინა

11-06-2019

"მე ჩემ კომენტარშ ორი რამ გავმიჯნე ერთმანეთისგან. ეს არის ხელისუფლების ჩართულობა ამ საკითხის მოგვარებაში და ეს არის კერძო აქტივობები. სამწუხაროდ, ზოგიერთ თქვენს კოლეგას მოუნდა, რომ ამაზე აეგო ერთგვარი მინი სკანდალი, თუ შეიძლება ამას ასე დაერქვას"-ამის შესახევ პარლამენტის თავმჯდომარებ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად ძალიან ცხადად ჩანდა, თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში. 

"არის საჯარო პირთა აქტივობები და არის კერძო აქტივობები. და კიდევ ერთხელ შემიძლია ეს გავიმეორო, რომ მნიშვნელოვანის საჯარო ხელისუფლების პირთა ჩართულობით გადაწყდეს ასეთი საკითხები და კერძო აქტივობები ასეთ შემთხვევაში არ არის..

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, ქალბატონი სალომე არ არის კერძო პირი, ის წარმოადგენს ხელისუფლებას და ის არის უმაღლესი თანამდებობის პირი, ის არის სახელმწიფოს მეთაური საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და შესაბამისად, მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების გაკეთება და მინიშნება იმის თაობაზე, რომ განსახორციელებელია დემარკაცია და დელიმიტაცია, არის აბსოლუტურად სწორი და მთავარია ეს ყველაფერი გადაწყდეს ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების ფორმატში. ამისთვის არსებობს კონკრეტული ფორმატები. არის კომისია და რა თქმა უნდა უფრო მაღალ დონეზე შეიძლება იქნეს განხილული ეს საკითხი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება არის ის, რომ ჯობია საჯარო აქტივობები განხორციელდეს ამ საკითხის გარშემო და კერძო აქტივობები, ეს იქნებოდა ჩემი განცხადება, მომავალშიც არ შეუწყობს ხელს დიდად ამ საკითხის მოგვარებას. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის და მოდით, ამ რეჟიმში დავტოვოთ ეს საკითხი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.