12-06-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ალგეთის ეროვნული პარკის მდინარეში იშვიათი პოპულაციების ზრდის მიზნით, ველური ბუნების სააგენტოს მიერ გამოყვანილი ნაკადულის კალმახის 350 ცალი ლიფსიტა გაუშვა.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.
ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი.
ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 25 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. სააგენტოს გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.