გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმში სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

12-06-2019

კომპანია სვეტის მენაშენეების ნაწილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები  ბათუმის მერიის იმ გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც  თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურმა  კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მერიის წინააღმდეგ მენაშენეების ადმინისტრაციულ სარჩელს  მოსამართლე  ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.  
 

გამწესრიგებელი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. მენაშენეები მიიჩნევენ, რომ დაზიანდა მათი ინტერესები და  ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ გაითვალისწინოს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა  და  შპს სვეტის ძირითადი საქმის განხილვის  დასრულებამდე  აღნიშნული ბრძანება გააუქმოს.

თამარის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსს კომპანია ''სვეტი'' აშენებდა, სადაც მოქალაქეებმა ბინები წინასწარ შეიძინეს და თანხაც გადაიხადეს. 2018 წელს კომპანიის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით  ფინანსურმა პოლიციამ დააკავა.




http://ajaratv.ge/