გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბორჯომში რეინჯერები დაჭრეს

12-06-2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.


დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ბორჯომის კლინიკაშია გადაყვანილი.


„გულ-მკერდის და მუცლის ღრუს მიდამოებში, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ახლა სტაბილური მდგომარეობაა, ახლო მომავალში გავწერთ“, - განაცხადა ბორჯომის კლინიკის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.


შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.


მომხდარს ადასტურებენ შსს-ში.




https://pia.ge/