ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ხაშურის მუნიციპალიტეტში ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორია მოეწყობა

12-06-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პროექტის რეგიონულ კოორდინატორს მერი მეტიუზს და პროექტის ექსპერტს ახმედ ელსეუდს შეხვდა.

აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. 2016 წლიდან დაწყებული პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მდ. სურამულას აღდგენის პროექტის მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდინარეზე ზეწოლის შემცირებას და მდინარის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენას. ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულას ნაპირზე დაგეგმილია ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორიის მოწყობა, რომლის საშუალებითაც მოხდება სოფელ ჩუმათელეთის დასახლებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდა. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტში დამატებითი კონტეინერების შეძენა-განთავსება და ნარჩენების შეგროვება-გატანის დაგეგმვის გაუმჯობესება.