გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ამბროლაურში, საწარმო ,,იწის წყალი“ გაიხსნა

12-06-2019

ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში, 2018 წელს ქ. ამბროლაურში, საწარმო ,,იწის წყალი“ გაიხსნა. 

კომპანია მინერალური წყლის წარმოებითაა დაკავებული და წარმატებით ფუნქციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.

შუშისა და PET ბოთლებში ჩამოსხმული იწის წყალი ძალიან მაღალი კლასის მტკნარი წყლისგან იწარმოება, რაც მის კონკურენტულ უპირატესობას უსვამს ხაზს. 

კომპანიის წარმოების მოცულობა დღესდღეობით წელიწადში 2,5 მილიონ ბოთლს წარმოადგენს. საწარმოს დამფუძნებლები სამომავლოდ წარმოების გაზრდას და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანასაც გეგმავენ. ამჟამად, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 295 000 ლარს შეადგენს და დღეისათვის 18 ადამიანია დასაქმებული.

2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 308 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 675,4 მლნ ლარს აღემატება. სულ შეიქმნება 11 700-ზე მეტი სამუშაო ადგილი.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს პირველი 24 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის 10% საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.