კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ისრაელში ქართველი არალეგალები დააპატიმრეს-ემიგრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ

12-06-2019

ისრაელის კრიმინალურმა პოლიციამ და საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ერთდროულად რამდენიმე ქალაქში სპეცოპერაცია ჩაატარა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეები, რომელთაც ქვეყანაში ცხოვრების ოფიციალური საბუთები არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ.

ქართველი ემიგრანტები არაადამიანური მოპყრობის გამო ჩივიან და აცხადებენ, რომ საქართველოს საელჩო მათ უფლებებს არ იცავს. 

„მსგავსი ფაქტები ქართველების მიმართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. მიზეზი არის ის, რომ „საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ქართველები უნდა დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში.“ ეს ფონი შექმნა საქართველოს მთავრობამ. ყველა ადამიანი გადაყავთ ციხეში, სადაც შესაძლოა, რომ ერთი თვის განმავლობაში მოუწიოთ ყოფნა. ქართველები არიან საშინელ პირობებში. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბოთლ წყალს და ბუტერბროდს აწვდიან. საელჩოსთან დაკავშირებას აზრი არ აქვს. საელჩოს არაფერი არ აინტერსებს“- აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი „რუსთავი 2“-თან საუბარში.