გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

80-იანი წლების შემდეგ პირველად, მყინვარწვერის სიმაღლე გაიზომა

13-06-2019

საქართველოს უმაღლესი მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლეების გეოდეზიური გადაზომვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ადგილებზე შესაბამისი სასიმაღლო რეპერების გამყარების პროცესის ხელშეწყობა კავკასიის სკი-ტურინგის ქსელის ინიციატივაა.


ინიციატივის ფარგფლებში, რომელიც მოიცავს მულტი-პარტნიორული ფლატფორმის (სახელმწიფო-კერძო-საზოგადოებრივი) შექმნის მცდელობას, საპილოტე პროექტის სახით განხორციელდა მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლის დადგენის პროექტი.


მყინვარწვერის სიმაღლე პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში გაიზომა და ზღვის დონიდან 5047 მეტრით განისაზღვრა, ხოლო მეორედ - 80-იან წლებში და 5033 მეტრით.


კავკასიის სკი-ტურინგის ქსელთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამთო-ქოხი ,,ალტი-ჰატი", საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, „National Geographic საქართველო“, ,,ყაზბეგი-ჰელიკოპტერსი", სატუმრო ,,რუმსი", მაღაზია ,,მოგზაური", სამთო ქოხი ,,ბეთლემი", კომანია ,,მაგთი", კომპანია ,,ჯეოლენდი", კომპანია ,,ტერაგრაფიკი", კომპანია ,,გეოგრაფიკი", კომპანია ,,ზედაზენი", კომპანია ,,კაპაროლი", კომპანია ,,საქკაბელი", მთის სპეციალისტი გიორგი კახაბრიშვილი, მთამსვლელი და პუბლიცისტი ნიკა ლებანიძე, პუბლიცისტები ენდრიუ ნორსი და რატი ამაღლობელი; სხვა სპეციალისტები და ორგანიზაციები.


ახალი ნიშნულისა გასაჯაროება და ექპსედიციის სხვა შედეგების გაზიარება 2019 წლის 15 ივნისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, სასტუმრო რუმსში 14:00-საათზე მოხდება.