27-12-2017
26 დეკემბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტებში“ 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აჭარის ა.რ. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები.
სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა 10 სპორტსმენი, 10 მწვრთნელი, 5 საუკეთესო ფედერაცია და 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი. დაჯილდოვდნენ ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე აშუქებდნენ სპორტულ მოვლენებსა და სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებს. სპორტსმენებს საჩუქრებთან ერთად სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ. უნდა აღინიშნოს, რომ დაჯილდოებულთა შორის 8 ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო.