გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

13-06-2019

კასპში, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ქარხნის ადმინისტრაციას უპირისპირდება.


ქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დიდი ტვირთამწეობის ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის გამო, დაზიანებულია საუბნო გზები, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, ცემენტის ქარხნის ადმინისტრაცია საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე არ ზრუნავს.


აღნიშნულის გარდა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცემენტით დატვირთული მანქანების გადაადგილების გამო არსებული ძლიერი დამტვერიანება ამ ტერიტორიაზე ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.


პროტესტის ნიშნად, ქარხნის დასახლებაში მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს და სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. გზაზე ბავშვები დგანან ტრაფარეტებით - „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერი“, „უბანი ნაგვის გარეშე“, „მოგვეცით სუნთქვის საშუალება“.


„საშინელი მდგომარეობაა, სახლის ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ, გაუსაძლისია აქ ცხოვრება. უამრავჯერ მივიღეთ დაპირება, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული გზა, მუდმივად ტრაილერები მოძრაობენ, საშინელი დამტვერიანებაა, ვიდრე არ მოვლენ ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს გზა პარალიზებული იქნება. არსებობს სხვა, ალტერნატიული გზა და კეთილი ინებონ და იმ გზით ისარგებლონ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ თათარაშვილმა.




ipn.ge