გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

13-06-2019

ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11 სამგზავრო საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა.


მიზეზად ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელდება.


ინფორმაციას შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.


კომპანიის ინფორმაციით, ექსპერტების დასკვნამ დაადასტურა, რომ მოწყობილობების სიძველის გამო შესაძლოა ცალკეული დეფექტები იყოს. კომპანია იმასაც გადაამოწმებს, უქმნის თუ არა საფრთხეს სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები ადამიანების ჯანმრთელობას და შესაბამის ზომებს უახლოეს პერიოდში მიიღებს.


სარემონტო სამუშაოების დროს მოსახლეობის გადაადგილებას ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის მანქანები უფასოდ უზრუნველყოფენ.


ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.


შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.


https://imedinews.ge/ge/