გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინოწმინდელი მდინარე ვოლგაში დაიხრჩო

13-06-2019

ტიგრან ისოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხედან იყო. იგი რუსეთში ცხოვრობდა. მდინარე ვოლგაში მეგობრების გადასარჩენად ჩავიდა, მაგრამ თავად დაიხრჩო. გარდაცვლილი მშობლიურ სოფელში უკვე გადმოასვენეს.


შემთხვევა 10 ივნისს მოხდა. 17 წლის ტიგრან ისოიანი რუსეთში, ქალაქ სამარაში მდინარე ვოლგის სანაპიროზე იყო, როდესაც დაინახა რომ მისი მეგობრები იხრჩობოდნენ. გადასარჩენად შევიდა, თუმცა წყალში ქვიშის ღრმულმა ჩაითრია და თავად დაიხრჩო.


ოჯახის ახლობელი და სათხეს მკვიდრი ჰამლეტ ნანაიანი გვეუბნება, რომ ისოიანების ოჯახი უკვე 10 წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს. ბიჭის ცხედარი სოფელში დღეს, 13 ივნისს, ჩამოასვენეს.


„ოჯახში დედა, მამა, და და ეს ბიჭი არიან სულ. 10 წლის წინ წავიდნენ რუსეთში საცხოვრებლად. სადღაც ორი საათის წინ ჩამოასვენეს ტიგრანი, გასული ვიყავი და ვნახე“ – ამბობს ჰამლეტ ნანაიანი.


მისივე თქმით, გარდაცვლილი სპორტსმენი იყო: “კარგად ცურავდა და ფეხბურთსაც თამაშობდა, როგორც ვიცი“.



sknews.ge