გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დუშეთის მერმა 3 პირადი მრჩევლის და თანაშემწის პოზიციები გააუქმა

27-12-2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 პირადი მრჩევლიდან 3 გააუქმა, ორს კი სტატუსი შეუცვალა. ასევე გაუქმდა მერის თანაშემწის პოზიციაც. 

დუშეთის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული მერიის ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, გაუქმდა მუნიციპალიტეტის მერის 3 მრჩევლის პოზიცია: გენდრული თანასწორობის საკითხებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებში და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში. ასევე უქმდება მერის თანაშემწის პოზიციაც. 

2018 წლის 1 იანვრიდან მერს ხელშეკრულებით დასაქმებული ორი მოწვეული კონსულტანტ-სპეციალისტი ეყოლება: სამართლებრივ საკითხებში და საბიუჯეტო დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში. თითოეული კონსულტანტის ხელფასი თვეში 1000 ლარი იქნება. 

„რეგინფო“ წერდა, რომ, 2017 წლის 21 ნოემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხით, დუშეთის მერს, მისი წინამორბედი გამგებლის ვაჟა ჩოხელის მსგავსად, 5 პირადი მრჩეველი და 1 თანაშემწე ჰყავდა. მრჩევლების ხელფასებზე წელიწადში 56 400 ლარი იხარჯებოდა.

აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, რომ მერიაში 5 მრჩევლის საჭიროება არ არსებობდა და 2018 წლის იანვრიდან არსებული მდგომარეობა შეიცვლებოდა.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4440-dushetis-merma-3-piradi-mrchevlis-da-tanashemxis-poziziebi-gaauqma