გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს

14-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს კვლავ ითვლიან. ერთი კვირის განმავლობაში ხარაგაული უხვმა ნალექმა ორჯერ დააზარალა.


წინასწარი გათვლებით, ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს.


სტიქიის ადგილზე ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, დაიხოცა ფრინველი და პირუტყვი.


ხარაგაულის მერის თანაშემწის, ლაშა გელაშვილის განმარტებით, სტიქიის ადგილას მობილიზდა სპეცტექნიკა, პირველ ეტაპზე გაიწმინდა საუბნო-სასოფლო გზები.


მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია მუშაობს და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ზომებს მიიღებენ შედეგების აღმოსაფხვრელად.