გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

14-06-2019

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას.


პროექტი, რომლის ღირებულებაა 2 მილიონ ლარზე მეტია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.


„მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ ამ პროექტს. ასევე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს არის 26 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც 8 სოფელს აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში ეს გზა პრაქტიკულად არ არსებობდა და მისი აღდგენა ძალიან სასიხარულოა. ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით, ისე რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


რაჭაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 13 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხით ფინანსდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების, ქუჩებისა და გზების რეაბილიტაცია, ასევე - მდინარეებზე დამცავი კედლების მშენებლობა, მინი-სტადიონების მოწყობა და სხვა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 22 პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებში 98 კმ გზის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი განხორციელდება. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.


სხვადასხვა პროფილის პროექტებზე მუშაობს რაჭაში მუნიციპალური განვითარების ფონდი, მათ შორისაა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რებილიტაცია.





https://pia.ge/