გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კახეთში ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს

14-06-2019

კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. 

სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს.

ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

1200 ჰა ფართობზე სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 4 ერთეული კომბაინი ახორციელებს.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინია მობილიზებული. 

საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მიწათმოსარგებლეებს მოსავლის აღების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე სხვადასხვა აგროოპერაციას სთავაზობს.