გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ცულით ორი კაცი დაჭრეს

14-06-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ორი კაცი თანასოფლელმა ცულით დაჭრა.


ერთ-ერთ მათგანს თავში, ხოლო მეორეს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.


თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.


„დაშავებულები ბიძაშვილები არიან. ყელში რომ აქვს დარტყმული, ის უკეთესადაა“, - აცხადებენ დაშავებულების ნათესავები.


45 წლამდე კაცი, რომელმაც თანასოფლელები ცულით დაჭრა, ამავე სოფელში ცხოვრობს.


„მთელ სოფელს გვეშინია, შემდეგი ალბათ ჩვენ ვიქნებით. ყველასთვის საშიშია. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სვამს და ჩხუბობს. დედაც ჰყავს, ცოლიც და ოთხი შვილიც“, - ამბობენ თანასოფლელები.




https://pia.ge/