გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ექიმის განმარტებით, გარდაბანში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში დაგვიანებით მიიყვანეს

15-06-2019

გარდაბნის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალის, სამირა იუსუფოვას გარდაცვალებაში ნათესავები ექიმებს ადანაშაულებენ. 

გარდაბნის "ჯეო ჰოსპიტალში" მორიგე გინეკოლოგი აცხადებს, რომ პაციენტის მიყვანა უკვე დაგვიანებული იყო.

"ქალი უბნის ექიმთან დადიოდა, მე ეს ქალბატონი არ მინახია, როცა მომიყვანეს თითქმის აგონიაში იყო, კონტაქტში არ შემოდიოდა, წნევა ჰქონდა 200-110-ზე, სუნთქვა ზედაპირული ჰქონდა, ის იყო დაგვიანებული მოყვანილი. ჰქონდა ეკლამფსია" - აცხადებს ექიმი.

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. პროზექტურის შედეგები 45 დღეში გახდება ცნობილი.