გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით გურიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა გაიმართა

27-12-2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, მიდგომები, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სამომავლო გეგმები განიხილეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფიშვილი, გია ებრალიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

„ვისაუბრეთ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმების შესახებ. მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე. მავნებელთან ბრძოლის პროცესში საჭიროა კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურებისა და თავად მოსახლეობის მონაწილეობა. შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, რეგიონში კვლავ გაგრძელდება მასშტაბური ღონისძიებები, მონიტორინგი და საინფორმაციო კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.