16-06-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის ნაწილი სოფელში ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რომელსაც ერთ-ერთი თურქული კომპანია გეგმავს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებულ ადგილას მსგავსი ქარხნის მშენებლობა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ და აცხადევენ, რომ თუ რეაგირება არ იქნება, პროტესტი გაგრძელდება.