გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში სტიქიის შედეგებს ითვლიან

18-06-2019

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.


უამინდობამ ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები ახადა.


დაზიანდა შაშიანის სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავებიც.


ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რის გამოც თელავი- გურჯაანის მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხდა.


გურჯაანის მერის მოადგილის ინფორმაციით, შესაბამისი კომისია ზარალს აღწერს, რის შემდეგად ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდენითი სამუშაოები დაიწყება.