გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალციხეში კაცის ცხედარი იპოვეს

18-06-2019

ახალციხეში მდინარე ფოცხოვმა ხანშიშესული კაცის ცხედარი გამორიყა.


გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა.


„ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა. ტკივილები ჰქონდა საშინელი, რომ ვერ უყუჩებდნენ, ამბობდა, გამაგიჟა ამ ტკივილმა თავი უნდა მოვიკლაო. სახლიდან გავიდა, ერთი დღე ეძება ოჯახმა, მერე მანდ იპოვეს", - ამბობს ოჯახის ახლობელი.


შსს-ში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



https://pia.ge/