გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აგარაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა

18-06-2019

აგარაში მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა.


პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე, თუმცა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის და რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.


10 ივნისს, ,,გორმედის“ ქსელის ქარელის კლინიკაში შეყვანისას, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას სახის, გულმკერდის, ბეჭებისა და მუცლის არეში შემავალი და ზედაპირული 13 ჭრილობა აღენიშნებოდა. რამდენიმესაათიანი რთული ქირურგიული ოპერაციის და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდგომ, ქარელის საავადმყოფოდან პაციენტი ,,გორმედის“ ქსელის გორის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.


შეგახსენებთ, რომ აგარაში 10 ივნისს მამაკაცმა ცოლი დაჭრა, ხოლო მეზობელი მოკლა. შინაგან სამქეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1966 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებულს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა.



https://www.qartli.ge