გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხობში №2 საბავშვო ბაღი გაქურდეს

18-06-2019

ხობში, №2 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი.


შსს- ის განცხადებით, პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, - აცხადებენ სამინისტროში.


უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სსსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.




https://pia.ge/