გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

18-06-2019

ახალციხეში, სოფელი ანიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ორი „ბეემვე“–ს მარკის ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. 


დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. ისინი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


„ავარიის შედეგად დაშავებულები შემოიყვანეს. ერთი მოზარდი და ერთი ზრდასრულია. სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ამ ეტაპზე უტარდებათ გამოკვლევები“ - აცხადებენ კლინიკაში.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.



sknews.ge