19-06-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს წუხელ ღამე მეხი დაეცა.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იყო. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ.
მეხის დაცემის შედეგად სახლს კედლის ნაწილი აქვს მოშლილი.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა წუხელ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილი დააზარალა.
წალენჯიხის მერიის ცნობით, კომისია არსებულ მდგომარეობას სწავლობს და დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.