შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ფოცხოში მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დამონტაჟდა

19-06-2019

ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, რომლებმაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსში პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“ 2017 წელს გამარჯვება მოიპოვეს, ჯგუფის მენტორ უტა კილასონიასთან ერთად, მათ მიერ შექმნილი ხელსაწყო ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაამონტაჟეს.

მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის.
მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. 

შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის და რაც მნიშვნელოვანია, აპარატის ანალოგი არ არსებობს. 

სენაკელი ნორჩი გამომგონებლების მიერ, ფოცხოში, 4 ლოკაციაზე დამონტაჟებული სენსორული აპარატით, შეტყობინება გადაეცემა მთავარ სერვერს, რის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი და მეწყერის საშიშროების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება. სკოლა-გიმნაზიის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.