19-06-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში მარნეულელი წარჩინებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
მარნეულს 2018-2019 სასწავლო წლის 8 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
15 წარჩინებული მოსწავლე რომლებმაც მედლებზე დაასრულეს სწავლა, სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს, კაპანახჩის, წერეთელის, სსიპ - ქალაქ მარნეულის №5 და №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდა ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა. აგრეთვე მუნიციპალიტეტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცა, მარნეულის ადგილობრივი რესურსცენტრისა და ხუთივე სკოლის ადმინისტრაციას, წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის.