გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურში სოფელ გომის ისტორიული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეჩერდა

19-06-2019

სოფელ გომში 1930-იან წლებში აშენებულ შენობის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა. საბავშვო ბაღის შენობაზე მომუშავე მუშები სამსახურში აღარ გამოცხადდნენ. ამის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

სამუშაოებს კომპანია ,,ბაბი-XXI" ასრულებს. გომის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი რეზო კაპანაძე ამბობს, რომ სახელფასო ანაზღაურების გარეშე 6 მუშაა დარჩენილი და მუშაობა 2 კვირის წინ შეაჩერეს. ყველა მუშა სოფელ ვაყიდანაა.

,,დასაქმებულები ყავდათ ვაყელი ბიჭები. სულ 6 

მუშა. როგორც აღმოჩნდა, ხელფასი არ გადაუხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 2 კვირაა ვეძებთ კომპანიის წარმომადგენელს, მაგრამ ვერსად მივაგენით. გიაც (გურასპაშვილი) ეძებს, სადაც ნახავს, არ ვიცი რას უზამს" - განუცხადა ქარტლი.გე-ს რეზო კაპანაძემ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა, გიორგი გურასპაშვილის განცხადებით ჯერ სატენრედო ვადები არაა დამთავრებული.

"ხელახალი ტენდერი არ გამოცხადებულა. ჯერ სატენდერო ვადები არ დარღვეულა. კომპანიას შიდა პრობლემები თუ აქვს მუშებთან, თავად უნდა მოაგვაროს. მე არ ვარ ვალდებული, კომპანიასა და მუშას შორის, ურთიერთობები ვარეგულირო. არსებობს ასეთი წესი, ხელშეკრულება უნდა გააფორმო დამქირავებელთან. თუ რამე დავალიანება აქვს კომპანიას, სამართლებრივი გზები არსებობს. თუ სატენდერო ვადა გავა და სამუშოები დასრულებული არ იქნება, მიიღებს ჯარიმას და გატარდება შესაბამისი სანქციები, რაც კანონით არის გათვალისწინებული." - ამბობს მუნიციპალიტეტის მერი.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2019 წლის 2 თებერვალს გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 42 274 ლარი იყო. ტენდერში სულ 10 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული შპს ბაბი-XXI გახდა. მან სამუშაოების წარმოების ვალდებულება 33 280 ლარის ფარგლებში მიიღო.



https://www.qartli.ge/