გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყაზბეგში გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი გაიხსნა

20-06-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 11 ივნისს ადიდებულმა მდინარე თერგმა სოფლების – გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა.


საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის მხარდაჭერითა და თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, დროებითი ხიდის სამონტაჟო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყო.


თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 30 მეტრის სიგრძის პანელური ტიპის სახიდე გადასასვლელი, ამ ეტაპზე, უკვე ექსპლოატაციაშია. სოფლების: გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის 1000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა აქვს უსაფრთხოდ გადაადგილდეს.


ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


იგეგმება გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობა საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.



kvira.ge