გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

20-06-2019

ახალციხეში სპორტული კომპლექსის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ტენდერი მეორედ გამოაცხადეს.


მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 18 ივნისს, 272 950 ლარზე გამოაცხადა.


საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე გამოცხადებული პირველი ტენდერი 17 მაისში შეწყდა.


ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, „ჯორჯიანჰაუსს“, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.


კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა კომპანია და მიღებული დისკვალიფიკაცია სატენდერო კომისიაში გაასაჩივრა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება პირველ ივლისს დაიწყება.


http://sknews.ge/