გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილის ადგილმონაცვლის ასარჩევად, ოქტომბერში დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შუალედური არჩევნები გაიმართება

22-06-2019

მიმდინარე წლის ოქტომბერში დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.


შუალედური არჩევნების გამართვას “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება იწვევს, რომელიც პარლამენტის მანდატს ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.


თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართვით გამოწვეული მაოვლენების გამო, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.


ქუცნაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატია.



ipn.ge